დავით ონოფრიშვილმა და გიგლა აგულაშვილმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულეს

დავით ონოფრიშვილმა და გიგლა აგულაშვილმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულეს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულეს. 

რამდენიმე დღის განმავლობაში პარიზში მათ შეხვედრები გამართეს საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეას წევრებთან, რომლებიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში წევრიანდებიან. უფრო კონკრეტულად, ქართველი დეპუტატები ტიერი მარიანის, ჟან შარლ ტოგოღდოს, სენატორებს - ჟან კლოდ ფრეკონსა და ამერი დე მონტესკიეს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრები შედგა ასევე საფრანგეთის სენატის საფინანსო კომისიის თავჯდომარესთან სენატორ ფილიპ მარინისთან და მის მოადგილე სენატორ მიშელ ანდრესთან, სადაც განხილულ იქნა საფრანგეთში განხორციელებული საბიუჯეტო რეფორმის შედეგები და პროგრამული ბიუჯეტირების ეფექტიანობა, ასევე საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები.

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვის; საჯარო ფინანსები მართვის სტრატეგიის, მიზნებისა და შედეგების ინდიკატორების შესახებ; ასევე საბიუჯეტო დეცენტრალიზაციის საკითხებზე.