ბათუმში რამდენიმე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ბათუმში რამდენიმე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ბათუმში, ლერმონტოვისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაში ინცინდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პუშკინის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს, დაახლოებით 5-7 გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც რამდენიმე დაჭრილი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ სამი დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თვითმხილველების თქმით, პოლიციის ერთი თანამშრომელი დაჭრილია ხელის არეში, ერთ პირს ტყვია  მუცლის არეში აქვს მოხვედრილი ; დაჭრილია სავარაუდო თავდამსხმელიც, რომელიც ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.