სააკაშვილი სახელმწიფოს და სხვა სტრუქტურებს უგულვებელჰყოფს

სააკაშვილი სახელმწიფოს და სხვა სტრუქტურებს უგულვებელჰყოფს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, თურქეთის 936 მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, არასასურველს უწოდებს.

როგორც წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ სიაში მოხვედრილი არიან ადამიანები, ვინც საერთოდ თვალსაწიერზე არ გამოჩენილა.

"არის ერთი ქალბატონი, მეჰიდა ივლიტი, რომელსაც უკვე მივანიჭეთ მოქალაქეობა და სააკაშვილმა მას მოქალაქეობა მეორედ მიანიჭა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ პრეზიდენტი ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას. ის უგულვებელჰყოფს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს და საკუთარი ადმინისტრაციის გარდა არავისთან კონსულტაციებს არ გადის ისეთ სასიცოცხლო და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მოქალაქეობა. სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროსა და შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების გვერდის ავლით მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა არასასურველია და მე პირადად პრეზიდენტს ამას ვერ მოვუწონებ", -აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.