პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ იმ თანამემამულეებს მიანიჭა, ვინც ქართველობა დღემდე შეინარჩუნა

პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ იმ თანამემამულეებს მიანიჭა, ვინც ქართველობა დღემდე შეინარჩუნა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ იმ თანამემამულეებს მიანიჭა, ვინც ქართული იცის და ქართველობა დღემდე შეინარჩუნა, - ამის შესახებ დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას წელიწადში ათიათასობით მოქალაქეს ანიჭებდა. დღეის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1000-მდე განაცხადია შესული.

"თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეებში იუსტიციის სამინისტრომ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ვწუხვართ და ვფიქრობთ, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი მოქალაქეები", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა დაახლოებით 1000-მდე ადამიანს მიანიჭა.