ვანო მერაბიშვილი - ხელისუფლება საკანში ცივ ნიავს არ მაკარებს

ვანო მერაბიშვილი - ხელისუფლება საკანში ცივ ნიავს არ მაკარებს

ჯანმრთელი ცხოვრებს წესით ვცხოვრობ და რომ არ მოვიწყინო საკანში, ქუთაისში მიწევს ჩამოსვლა,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. "მე არ მიკვირს და ვთვლი, რომ მოსამართლე არის ვაჟკაცური ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო დიდი დარტყმა და სხვა მოსამართლეებს თავიდან ააცილა ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს. სხვათა შორის, მან სახელიც გაითქვა, რადგან მის სახელსა და გვარს ბევრი ვერც გაიგებდა დიდი ხნის განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ აზრი დაეკარგა სერიოზულ მომზადებას ამ პროცესისთვის იმიტომ, რომ საბოლოოდ ცნობილია შედეგი რომელიც დადგება, რადგან ბატონი გურული არის ყველა დასავლეთ საქართველოს სასამართლოს ხელმძღვანელი და ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაუძლებს პრესს ხელისუფლებისგან და მითუმეტეს ვერ გაუძლებს ამ პრესსინგს, რომელიც თან დაერთვება კიდევ მისი უშუალო ხელმძღვანელობით. მინდა გითხრათ, რომ ბატონი გურული არის დასავლეთ საქართველოს ყველა მოსამართლის უშუალო ხელმძღვანელი," – აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება საკანში მას ცივ ნიავს არ აკარებს. "ხელისუფლება ცივ ნიავს არ მაკარებს, მჟავეს, მწარეს არ მაჭმევს, ვყავარ დიეტაზე, ჩემს ცოლს არ უშვებენ და ქალს არ მაკარებენ, ქუთაისში დავყავარ, შეგუებული ვარ, რაც მელოდება და იუმორით ვუყურებ ამ ყველაფერს", – განაცხდა მერაბიშვილმა.