ფრანგულ ვერტმფრენებს არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა და ისინი უნდა გასხვისდეს

ფრანგულ ვერტმფრენებს არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა და ისინი უნდა გასხვისდეს

ფრანგულ ვერტმფრენებს არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა და რა თქმა უნდა, ისინი უნდა გასხვისდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს აქვს საფრენი აპარატები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ ხელუხლებელია. 

"ეს ვერტმფრენები, პრაქტიკულად მიტოვებული იყო, არ ხდებოდა მათი გაუმჯობესება და ნაწილების შეცვლა. ახლა ეს პროცესი დავიწყეთ და გეგმის მიხედვით მივდივართ. ბიუჯეტში არსებულ თანხას ვახმართ საფრენი აპარატების გაუმჯობესებას. ყველამ ნახა, როგორი მაღალი კლასის ავიაშოუ ჩავატარეთ რამდენიმე დღის წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაუმჯობესებთ თავდაცვის და საფრენ შესაძლებლობებს", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ძვირადღირებული ვერტმფრენები ფუფუნების საგანია და ისინი უნდა გასხვისდეს. "მითუმეტეს, რომ ამ ვერტმფრენებს არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა და ეკონომიკის სამინისტრო მათ გასხვისებაზე მუშაობს", - აღნიშნა ალასანიამ.