საზმაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდება

საზმაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს 30 დღე ექნება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კანდიდატთა განსახილველად.

"სამეურვეო საბჭო ზეგ შეიკრიბება და შესაბამისად, ამ საბჭოს სხდომაზე გამოცხადდება კონკურსი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ 30 დღე გვაქვს, რომ განვიხილოთ კანდიდატები", - აღნიშნა გოგუაძემ.

გარდა ამისა, როგორც გოგუაძემ განაცხადა, პარლამენტში იმ შემთხვევაში გამოცხადდება თუ შესაბამისი კომიტეტიდან ოფიციალური მიწვევა იქნება.

"დიდი სურვილი მაქვს, რომ პარლამენტში მივიდე და ვისაუბრო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საბჭომ მიიღო. მხოლოდ ელისო ჩაფიძის მოწვევით მე პარლამენტში ვერ მივალ. პარლამენტში მივალ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომიტეტიდან იქნება ოფიციალური მოწვევა", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილი სამერვეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.