აშშ-ის თავდაცვის მდივანი დარწმუნებულია, რომ სირიას ქიმიურ იარაღს რუსეთი აწვდის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი დარწმუნებულია, რომ სირიას ქიმიურ იარაღს რუსეთი აწვდის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, სირია ქიმიურ იარაღს რუსეთისა და სხვა ქვეყნებისგან იღებს.

"საიდუმლო არ არის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი აქვს", - აღნიშნა ჰეიგელმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას და კონგრესმენების კითხის საპასუხოდ განაცხადა, რომ "სირიას იარაღს რუსეთის ხელისუფლება და სხვა ქვეყნები აწვდიან, ნაწილს კი თავად აწარმოებს".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისგან სირიაზე სამხედრო ოპერაციის სანქციის გაცემა მოითხოვა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკოს გარეუბნებში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომლის შედეგად, 1400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.