ივანიშვილს სურს აშშ-ში სტუმრობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში მოასწროს

ივანიშვილს სურს აშშ-ში სტუმრობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში მოასწროს

ბიძინა ივანიშვილს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოასწროს, - ამის შესახებ ჟურნლალისტებს თემის კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა პოლიტიკიდან წასვლის სურვილი, თუმცა მას სურს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ესტუმროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუმცა ვიზიტის კონკრეტული პროგრამა არ არსებობს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს არ გეგმავს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. მან აშშ-ში მისი ვიზიტის გადადების მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მთავარ პარტნიორ ქვეყანაში ჩასვლა წელგამართულს სურდა.

"შიგნით იყო უამრავი პრობლემა და ამიტომ შევიკავე თავი აშშ-ში ვიზიტზე. მინდოდა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან წელში გამართული ჩავსულიყავი. ძალიან რთული იყო კოჰაბიტაციის პროცესი, დღეს სიტუაცია გადატეხილია, ამერიკელებმა იციან ჩვენი ხელწერა", - განაცხადა ივანიშვილმა.