კობა დავითაშვილი დავით ბაქრაძეს პარლამენტის ქონების განზრახ განადგურებაში ადანაშაულებს

კობა დავითაშვილი დავით ბაქრაძეს პარლამენტის ქონების განზრახ განადგურებაში ადანაშაულებს

"სამწუხაროდ, კოჰაბიტაციის პროცესში დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონების განზრახ განადგურების ფაქტზე ძიება არ მიმდინარეობს" , - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და თბილისში, პარლამენტის შენობაში განხორცილებულ დემონტაჟზე ისაუბრა. 

დავითაშვილმა დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმცირესობის ლიდერი და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სახელმწიფო ქონების განზრახ განადგურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა თბილისში, მისი განკარგულებით დაზიანდა.

"ბაქრაძის მონაწილეობა აქვს მიღებული იმ დანაშაულში, რასაც სახელმწიფო ქონების განზრახ განადგურება ჰქვია. თუკი პარლამენტის შენობა ინვესტორზე უნდა გაყიდულიყო, ინვესტორს საკუთარი ხარჯით უნდა გადაეწყვიტა პარლამენტის შენობის გარდაქმნის და რეკონსტუქციის საკითხი და სახელმწიფო ქონება სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა განადგურებულიყო. სამწუხაროდ, კოჰაბიტაციის პროცესში დიდი რაოდენობის სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტზე ძიება არ მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მოთავე დავით ბაქრაძეა. ამ მიმართულებით არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გაკეთებულა" , - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე, პარლამენტის შენობის დაზიანების გადაწყვეტილება სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინს უკავშირდებოდა, ხოლო ქუთაისის პარლამენტის შენობა სამოქალაქო ომის სანგრად მზადდებოდა.