კობა დავითაშვილმა კერძო სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

კობა დავითაშვილმა კერძო სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

დეპუტატ კობა დავითაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" სახელმწიფო თანხების გადარიცხვას განაგრძობს , ხოლო კომპანიის საშუალო და ქვედა რგოლი უარს აცხადებს პაციენტების მომსახურეობაზე და სამედიცინო დაწესებულების მუშაკებისთვის ანაზღაურების გადახდაზე.

შესაბამისი განცხადება დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც კერძო სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებების შეუსრულებლობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" დროებითი ადმინისტრაცია შევიდა, რის შემდეგაც შეიქმნა ვითარება, რომ სახელმწიფო ამ კომპანიაში სახელმწიფო სახსრების გადარიცხვას აგრძელებს და კომპანიის საშუალო და ქვედა რგოლი უარს აცხადებს პაციენტების მომსახურეობაზე, ასევე სამედიცინო დაწესებულების მუშაკებისთვის ანაზღაურების გადახდაზე. ეს ვითარება მოუთმენელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა იქნას მიღებული. უნდა შეიქმნას ერთიანი სადაზღვევო ფონდი, რომელმაც ადმინისტრირება საკუთარ თავზე უნდა აიღოს იმ სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად, რომლებიც საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ" - განაცხადა კობა დავითაშვილმა.