მაია ფანჯიკიძე:  წლევანდელი ამბასადორიალი ძალიან საინტერესო გამოვიდა

მაია ფანჯიკიძე: წლევანდელი ამბასადორიალი ძალიან საინტერესო გამოვიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, წლევანდელი ამბასადორიალი ძალიან საინტერესო გამოვიდა. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა , ამბასადორიალის მიმდინარეობისას აბსოლიტურად ყველა უწყების წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, ვისაც გარკვეული შეხება აქვს საგარეო პოლიტიკასთან. 

"ერთ რამეს ვიტყვი, მე მივედი დასკვნამდე, რომ სამი დღე ამბასადორიალისთვის საკმარისი არ არის და მომდევნო ამბასადორიალი ალბათ უფრო ხანგრძლივი იქნება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.