პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დღეს დეპუტატები მსჯელობას იმ საკანონმდებლო პროექტებზე იწყებენ, რომელთა მიღებაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ ახალ კონსტიტუციურ ნორმებს უკავშირდება. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, ასეთი კანონპროექტი 20-ზე მეტია, თუმცა საერთო ჯამში, კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებას და ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას 160-მდე კანონი საჭიროებს. მათ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

"ზოგან წმინდა ტექნიკური ცვლილებაა საჭირო, რომელიც პირდაპირ და ცალსახად კონსტიტიციური ჩანაწერებიდან გამომდინარეობს, ზოგან პროექტები უფრო სერიოზული მსჯელობის საგანი იქნება, რადგან კონსტიტუციური ცვლილებები ინსტიტუციურ ცვლილებებს იწვევს სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების ნაწილში. პროექტების განხილვა სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ცვლილებას 160 კანონში გავუმკლავდეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საშემოდგო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი კომიტეტების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშებს მოისმენს.