ბიძინა ივანიშვილი:  რუსულმა მხარემ სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში დახმარება შემოგვთავაზა

ბიძინა ივანიშვილი: რუსულმა მხარემ სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში დახმარება შემოგვთავაზა

რუსულმა მხარემ სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში ქართულ მხარეს დახმარება შესთავაზა. როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , აღნიშნულის თაობაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინი გუშინ დაუკავშირდა. 

"გუშინ, ზურაბ აბაშიძეს დაურეკა თავისმა კოლეგამ და შესთავაზა დახმარება, რომ სირიიდან ჩვენი თანამოქალაქეების გამოყვანაში დაეხმარებოდა. რუსულმა მხარემ შემოგვთავაზა ეს, რასაც მივესალმები. ასეთი განწყობაა და არა ის, რომ დაიპყრონ საქართველო. ჩემი აზრით, რუსეთიც კარგად აცნობიერებს რა მოხდა 2008 წელს და არ მგონია, რომ ამით გახარებულია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას და აღვადგენთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ურთიერთობას, რის შემდეგაც აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ივანიშვილმა.