ბიძინა ივანიშვილი:   შს მინისტრმა მოახერხა, რომ ამნისტიის შემდეგ პროცესები ეფექტურად მართოს

ბიძინა ივანიშვილი: შს მინისტრმა მოახერხა, რომ ამნისტიის შემდეგ პროცესები ეფექტურად მართოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შს მინისტრმა მოახერხა, რომ მიუხედავად ამნისტიის შემდეგ კრიმინოგენული ვითარების დამძიმებისა, პროცესები ეფექტურად მართოს. 

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, პოლიცია მოქალაქეებზე არ ძალადობს და ყველაფერი სრულდება კანონიერად.

"პოლიციაზე ილაპარაკეთ. სრული წესრიგია. 14 ათასი პატიმარი გამოვუშვით ციხეებიდან, გავანახევრეთ პატიმრების რაოდენობა. რა თქმა უნდა, აქედან ნაწილი იყო ისეთი, ვინც დაამძიმა კრიმინოგენული სიტუაცია. მოხდა რამე? ნახეთ როგორ ეფექტურად იმართება, - ამ დროს არავინ ძალადობს მოქალაქეებზე, ყველაფერი სრულდება კანონიერად. პოლიცია არის ხალხის სამსახურში, ამას მე არ ვახერხებ, მინისტრი ახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა.