ბიძინა ივანიშვილი დავით კირვალიძეს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი დავით კირვალიძეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მინისტრებით კმაყოფილია და მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორცილებას არ გეგმავს. 

ერთადერთი, რასაც პრემიერი ამ მიმართულებით ელის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებული საქმე და დავით კირვალიძის საკითხია. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ის კირვალიძეს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

"მინისტრებს დავახასიათებდი ასე: ჩვენ გვყავს კარგი და ძალიან კარგი მინისტრები, რა თქმა უნდა, ეფექტურობით გამოირჩევიან. დღევანდელი გადმოსახედიდან არ მგონია, რომ რომელიმე ახალ მინისტრს წარვადგენ, გარდა სოფლის მეურნეობისა, რომელიც რჩება ისევ ბოლომდე... მე მაინტერესებს, რას იტყვის სასამართლო, რადგან დღემდე არსებობს განსხვავებული აზრი, რომ პროკურატურამ რაღაც ცდომილებები დაუშვა. ჩემი აზრით, პროკურატურა იყო კორექტული, კითხვები არსებობდა, მაგრამ საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას. რამდენიმე დღის წინ დავით კირვალიძეს შევხვდი, მან თვალებში შემომხედა და კითხვა დამისვა. მე ვუთხარი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. მანამ ძალიან ძნელია იქნება რაიმე გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.