დასავლეთ საქართველოში ციკლონი ღამით გააქტიურდება

დასავლეთ საქართველოში ციკლონი ღამით გააქტიურდება

დასავლეთ საქართველოში ციკლონი გვიან ღამით, 20-21 საათის შემდეგ გააქტიურდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, შავი ზღვის სანაპიროზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ერთი დღის განმავლობაში გავრცელდება. 

"ციკლონი ბალტიისპირეთიდან შემოდის და მისი ცენტრი საქართველოზე არ გაივლის, მაგრამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იქნება ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც. ასევე, მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვადრნები, გააქტიურდება მეწყერსაშიში და ღვარცოფსაშიში ზონები", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია წვიმა, მთებსა და მაღალმთაში შესაძლოა, ძლიერ იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა იქნება 20-25 გრადუსი.

ამინდი 6 სექტემბრიდან შეიცვლება და კვლავ გამოიდარებს.

ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის - შავი ზღვის სანაპიროზე მზიანი ამინდია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იტყობინება, ბათუმში მხოლოდ ერთ საბავშვო ბაღში მშობლებს სთხოვეს, გაიყვანონ პატარები საბავშვო ბაღიდან 15.00 საათის შემდეგ.