ბიძინა ივანიშვილი:  ჩვენ დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატი და ამის ირგვლივ არ არსებობს არავითარი თამაში

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატი და ამის ირგვლივ არ არსებობს არავითარი თამაში

ჩვენ დავასახელეთ პრეზიდენტობის ჩვენი კანდიდატი და არ არსებობს არავითარი თამაში ამის ირგვლივ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლების იმ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნინო ბურჯანაძის ალტერნატიულ სახელისუფლებო კანდიდატობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მიჩქმალული საუბრები და ამ ტიპის თამაშები მისი წესი არაა.

"მე მჩვევია, რომ რასაც შიგნით ვამბობ, გამომაქვს გარეთ. დამალული და მიჩქმალური საუბრები და ასეთი თამაშები არაა ჩემი წესი. ჩვენ დავასახელეთ ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და ამის ირგვლივ არ არსებობს არავითარი თამაში, რომ ჩვენ კიდევ ვიღაცებზე ვაკეთებთ აქცენტებს", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილს რეალური კონკურენტი არ ჰყავს, რის გამოც, ფიქრობს, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, გიორგი მარგველაშვილს არ ჰყავს რეალური კონკურენტი და ჩემი აზრით, ის პირველ ტურში გაიმარჯვებს დიდი შედეგით. გარწმუნებთ, სახელისუფლებო რესურსები არ იქნება გამოყენებული", - დასძინა ივანიშვილმა.