მიხეილ სააკაშვილი დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს შეხვდება

მიხეილ სააკაშვილი დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს შეხვდება. ამბასადორიალის დასკვნით დღეს პირველ შეხვედრას დილის 10:00 საათზე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გახსნის და ელჩებს შეხვდება. 

დღესვე იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ელჩების წინაშე მოხსენებით ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კირთაძე წარსდგება.

ელჩებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. დღესვე "რედისონში" ელჩებთან შეხვდრას გამართავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა.

შემაჯამებელი ღონისძიებების შემდეგ, დღესვე დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.