ამბასადორიალის მონაწილეებს დღეს რამდენიმე მინისტრი მიმართავს

ამბასადორიალის მონაწილეებს დღეს რამდენიმე მინისტრი მიმართავს

ამბასადორიალის მონაწილეებს დღეს რამდენიმე მინისტრი მიმართავს სასტუმრო "რედისონში" ამბასოდირიალის მეორე დღე დაიწყო. როგორც ამბასადორიალის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა , მათ უნდათ მოიცვან ყველა ის თემა, რომელიც საინტერესოა უცხოელი პარტნიორებისთვის.

"ამიტომ გვინდა ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება უშუალოდ შეხვდნენ ყველა მინისტრს და მათგან გაიგონ ინფორმაცია, ამა თუ იმ სფეროში რა კეთდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება დღევანდელ დღის წესრიგს, დღეს დაგეგმილია ქვეყანაში არსებული სიტუაციის პოლიტიკური მიმოხილვა და სამართლებრივი რეფორმების საკითხის განხილვა. ამ პანელში მონაწილოებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ამის შემდეგ იქნება ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის პანელი, საცაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი წარსდგებიან, შემდეგ იქნება ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გამოსვლა, ასევე წარსდგებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კულტურის მინისტრი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სიახლეა ისიც, რომ წლევანდელ ამბასადორიალზე შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება და განიხლება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.