საქართველოში პენსია გაიზარდა

საქართველოში პენსია გაიზარდა

პირველი სექტემბრიდან პენსია გაიზარდა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ასაკის პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა 125-დან 150 ლარამდე გაიზრდება, ასევე 150 ლარი გახდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც.

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია კი 70 ლარის ნაცვლად 100 ლარი იქნება.

100 ლარი იქნება შშმ ბავშვებისა და ბავშვობიდან შშმ პირების პენსიაც. მარჩენალდაკარგულთა ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება.

პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარის ნაცვლად 107 ლარი იქნება.

იზრდება სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიაც - 272 ლარის ნაცვლად 292 ლარი გახდება.