თეა წულუკიანი:  პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ძალიან მალე უნდა განადგურდეს

თეა წულუკიანი: პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ძალიან მალე უნდა განადგურდეს

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ძალიან მალე უნდა განადგურდეს ", - ასეთია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოზიცია, რომელიც დღეიდან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მუშაობაში ჩაერთვება. 

მისივე განმარტებით, ყველა ადამიანს, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებს, დაცულობის განცდა უნდა ჰქონდეს.

"ჩემთვის დღეს იქნება პირველი სხდომა და გავერკვევი ყველაფერში რაც ჩემს კომისიაში ჩართვამდე მოხდა, მაგრამ ჩემი მიდგმა უცვლელია - პირველივე დღეს ვთქვი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სასწრაფოდ უნდა განადგურებულიყო, რადგან ვინც ჩანაწერებშია, დაცულობის განცდა დაეუფლოს. სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდა, მაგრამ კომისია აქტიურად მუშაობს. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ძალიან მალე უნდა განადგურდეს", - აღნიშნა წულუკიანმა.