უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება

უწყებათაშორის კომისია საქართველოს ხელისუფლებას თვითმმართველ ორგანოებში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების არჩევნებამდე შეჩერების რეკომენდაციას აძლევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. 

"ჩვენ შევიმუშავეთ რიგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო დარღვევები. მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება თვითმმართველ ორგანოებს - ჩვენი მოწოდებაა, რომ თუკი თვითმმართველობებში რომელიმე პირის იმპიჩმენტის საკითხია დაგეგმილი, ეს არჩევნებამდე შეჩერდეს. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ყველა უწყებამ, როგორც ეს გააკეთა თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებმა უნდა გამოსცენ შესაბამისი ინსტრუქციები და საკუთარ თანამშრომლებს განუმარტონ რისი უფლბები აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში რისი - არა ", - განაცხადა იმერლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებისადმი უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უახლოებს პერიოდში გამოქვეყნდება.