"სირიის ელექტრონულმა არმიამ" აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ვებგვერდი გატეხა

"სირიის ელექტრონულმა არმიამ", რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ვებგვერდი გატეხა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, სირიელმა ჰაკერებმა ამერიკელ მეზღვაურებს ძმები უწოდეს და მოუწოდეს, არ აყვნენ მოღალატე ობამას.

"ეს წერილი თქვენს სირიელ ძმებს ეკუთვნით, რომლებიც სამი წლის განმავლობაში "ალ ქაიდას" წინააღმდეგ იბრძოდნენ. ჩვენ გვესმის თქვენი პატრიოტიზმი და სამშობლოსადმი თქვენი სიყვარული, მაგრამ გთხოვთ, ჩვენი ქვეყნისადმი ჩვენი სიყვარულიც გაიგოთ. ობამა მოღალატეა, რომელსაც "ალ ქაიდას" ექსტრემისტების გადარჩენის მიზნით, თქვენი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სურს. მეზღვაურებო, გაითვალისწინეთ თქვენი ძმების აზრები. შესაძლოა, თქვენს ხელმძღვანელობას სინდისი არ ქენჯნის, რომ სასიკვდილოდ და იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ საბრძოლველად გგზავნით, რომლებიც საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით. სირიის არმია თქვენი მოკავშირეა და არა – მტერი. უარი თქვით ბრძანებების შესრულებაზე და გაერთიანდით იმ მიზნის გარშემო, რომ ყოველი ჯარისკაცი სამხედრო არმიაში მხოლოდ სამშობლოს დასაცავად მიდის. მიველსამებით თქვენს მხარდამხარ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ", - ნათქვამია "სირიის ელექტრონული არმიის" მიერ დატოვებულ წერილში.