"ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკონტროლო შავი ხვრელების არსებობა, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ რეგიონებსაც"

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკონტროლო შავი ხვრელების არსებობა, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ რეგიონებსაც. 

ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"შეშფოთებას იწვევს ის, რომ რუსეთს საქართველოს ტეროტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ასევე ხაზგასასმელია, რომ უკონტროლო შავი ხვრელების არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმინის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებს, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ჩათვლით", - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევად მთიან ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რჩება.

საკუთარ გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა ამბასადორიალის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ წელს პირველად ამბასადორიალის გახსნაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე იღებენ, ასევე ამბასადორიალს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმადგენლები ესწრებიან. საგარეო საქმეთა მინისტრმა კოდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს.

ამასთან, ფანჯიკიძის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებში სერიოზული წინსვლაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში სასტუმრო "რედისონში" საზღვარგარეთ მოღვაწე დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა – ამბასადორიალი დაიწყო, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება.