"ამბასადორიალში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამბასადორიალში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ალასანიამ დღეს სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალის მსვლელობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამბასადორიალში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ უწყებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბევრი გადაკვეთა აქვს.

"ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი და ჩვენი მონაწილეობა ნატო-ს მისიებში, როგორც საგარეო, ასევე თავდაცვის უწყების მხრიდან ერთობლივად ხორციელდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის მოსმენა, ასევე საგარეო საქმეთა მნისტრის საგარეო პოლიტიკური ხედვები, რომ მსოფლიოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იქნა გაცხადებული. ხვალ ამბასადორიალში მონაწილეობის საშუალება უშუალოდ გვექნება", - განაცხადა ალასანიამ.