უწყებათშორისი კომისია

უწყებათშორისი კომისია "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორების პროკურატურაში დაბარების საკითხზე მსჯელობს

უწყებათაშორისი კომისია დღევანდელ სხდომაზე, ერთ-ერთ საკითხად "ნაციონალური მოძრაობის " კოორდინატორების პროკურატურაში დაბარების საკითხს განიხილავს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს " აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. 

"ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდებოდა ფოთში. იცით, რომ " ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე კოორდინატორი პროკურატურში იქნა დაბარებული. ჩვენ სამიდან ერთ-ერთ მათგანს ვესაუბრეთ და როგორც მისგან მივიღეთ ინფორმაცია, მათი პროკურატურაში დაბარება დასაქმების პროგრამას უკავშირდება. ჩვენი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ტიპის ქმედებისგან პროკურატურმა თავი უნდა შეიკაოს", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

კომისიის კიდევ ერთი წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იქნება " გურიის მოამბესთან " დაკავშირებული თემა.

"დღეისთვის უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რა რეაგირება მოყვა უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან " გურიის მოამბესთან " დაკავშირებულ მოვლენებს", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

"სამართლიანი არჩევნების " წარმომადგენელი ნინო ლომჯარია კი, კომისიის დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ აპირებს საუბარს.

"სამართლიანმა არჩევნებმა" ახლახანს გამოსცა წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე ანგარიში, დღეს დავაყენებ იმ საკითხებს, რაც აღნიშნულ ანგარიშში მოხვდა. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებზე. არის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც ამ კუთხით პრობლემებია მათ შორისაა კასპი, ახმეტა და ასპინძა. დავაყენებ საკითხს, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ შეისწავლოს ეს საკითხები ", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.