ქართული მხარე სირიიდან საქართველოს მოქალაქეების ლიბანში გადასაყვანად მუშაობს

ქართული მხარე სირიიდან საქართველოს მოქალაქეების ლიბანში გადასაყვანად მუშაობს

საქართველოს საელჩო ეგვიპტეში სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებთ ინტენსიურად მუშაობს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ცვლილებები არ არის და სირიის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება საქართველოს 18 მოქალაქე, თუმცა საელჩო მათთან მუდმივ კავშირზეა.

"ჩვენ საკითხის გადაჭრის რამდენიმე გზას განვიხილავთ. საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს საქართველოს მოქალაქეებთან და ვმუშაობთ იმაზე, რათა ისინი გადავიდნენ შედარებით უსაფრთხო ადგილას, კონკრეტულად ლიბანის ტერიტორიაზე" _ აღნიშნა არჩილ ძულიაშვილმა.