თელავში დადგმული სტალინის ძეგლი, შესაძლოა, დემონტაჟს დაექვემდებაროს

თელავში დადგმული სტალინის ძეგლი, შესაძლოა, დემონტაჟს დაექვემდებაროს

თელავში სტალინის ძეგლის გახსნას, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დიმა ბოჭორიძემ განუცხადა, მონუმენტის გახსნის შესახებ მედიით შეიტყო. მისი თქმით, ძეგლის დადგმაზე საკრებულოს ნებართვა არ გაუცია. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, საკრებულოს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია. ვფიქრობ, მონუმენტი დემონტაჟს დაექვემდებარება, რადგან ის მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად დადგა", - აღნიშნა დიმა ბოჭოირძემ.