პრობაციონერები გორის

პრობაციონერები გორის "დილას" და ვენის "რაპიდის" მატჩს დაესწრნენ

თბილისის და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი 40 პირობით მსჯავრდებული პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით გორის "დილას" და ვენის "რაპიდის" მატჩს დაესწრო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრობაციის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პრობაციონერები ასევე იმყოფებოდნენ თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" მატჩებზე ფარერის კუნძულების "სტრეიმურთან", ბუქარესტის "სტიაუასთან", ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურთან" და სპლიტის "ჰაიდუკთან", აგრეთვე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე. "პრობაციის ეროვნული სააგენტო, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პირობით მსჯავრდებულთა დასწრებას", - აცხადებენ სააგენტოში.

პრობაციის ეროვნული სააგენტო გორის "დილას" ადმინისტრაციას თანამშრომლობისა და პირობით მსჯავრდებულების მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის მადლობას უხდის.