თბილისის მერის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს განახლდება. არსებული ინფორმაციით, პროცესზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა დაიწყება. სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
თავდაპირველად საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში ტელეკომპანია " "იმედის" ეპიზოდზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. თუმცა, ჯერჯერობით, ბრალდების მხარეს არ დაუსახელებია რომელი მოწმეების დაკითხვა მოხდება პირველ ეტაპზე.