ქალთა #5 დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ქალთა #5 დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

30 აგვისტოს, 16:40 საათზე, ქალთა #5 დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თექის, გობელენის, ბატიკისა და ქვილთის ნამუშევრები.

მსჯავრდებულმა ქალებმა გამოყენებითი ხელოვნების სპეციალური კურსები გაიარეს, რომელიც ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“, მსჯავრდებულ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განახორციელა.

გამოფენას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.