გორთან მომხდარ ავტოავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

გორთან მომხდარ ავტოავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას მხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს ოთხი მათგანი ერთი ოჯახის წევრია.
დაღუპულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი, ცოლის ბიძაშვილი და ქმრის მეგობარი.

არსებული ინფორმაცით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე მდგარი სატვირთო ავტომაქანის მისაბმელს დაეჯახა.

რა გახდა ავტომაქანის გზიდან გადასვლის მიზეზი უცნობია.

ადგილზე სპატრულო პოლიცია და სასწრაფო დამხარების მანქანები იმყოფებიან.