ბაშარ ასადი: სირია დასავლეთს წინააღმდეგობას გაუწევს

ბაშარ ასადი: სირია დასავლეთს წინააღმდეგობას გაუწევს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს დასავლეთის აგრესიას.
ასადის თქმით, დასავლეთის მუქარას, დაიწყოს სამხედრო მოქმედებები, შეუძლია მისი შემართება კიდევ უფრო გააძლიეროს, იტყობინება სახელმწიფო სირიის სახელმწიფო მედია.

მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის მორიგი შეხვედრა იგეგმება, სადაც კვლავ სირიის საკითხზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ ოფიციალურმა დამასკომ 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებით ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა. დამასკო ამ ბრალდებას უარყოფს და თავის მხრივ აცხადებს, რომ ქიმიური იარაღი ამბოხებულებმა გამოიყენეს. იგივე პოზიციას აჟღერებს ოფიციალური მოსკოვიც.

დამასკოში ამჟამად გაეროს ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც თავიანთ დასკვნას გაეროს გენერალურ მდივანს წაუდგენენ.