სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკოს ორშაბათს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკოს ორშაბათს მიმართავს

"საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განაცხადით ორშაბათს მიმართავს.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუცია "კარგად შეისწავლა" და კანდიდატად რეგისტრაცია "მარტივად შეუძლია". აღნიშნულ კონტექსტში მან ცესკოს მოუწოდა, მასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.

"ორშაბათს შევიტან ცესკოში სარეგისტრაციოდ ჩემს კანდიდატურას. ბუნებრივია, გადაწყვეტილება სწორედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს. მე არ ვეძებ რაიმე დათმობას, არც რომელიმე კანონის ცვლილებას, არც გამონაკლისს და არც პრივილეგიას. ველოდები მხოლოდ იმას, რომ იქნება გათვალისწინებული ის, რაც კანონითაა გაწერილი", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის მსურველი მასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც კანდიდატის მიმართ ბიძინა ივანიშვილს კეთილ სურვილებს მიესალმება.