საგარეო უწყება სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის უსაფრთხო მარშუტზე მუშაობს

საგარეო უწყება სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის უსაფრთხო მარშუტზე მუშაობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის უსაფრთხო მარშუტზე მუშაობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო პარტნიორ და მეგობარ ქვყნებთან ერთად გეგმას ამუშავებს. "სირიასათნ დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე 2011 წლიდან მოყოლებული საქართველოს საელჩო ეგვიპტეში მუდმივ კონტაქტზეა სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საკონსულო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო აქტიურ კონტაქტშია იმ პირებთან, რომლებიც აღრიცხვაზე არ იმყოფებოდნენ და სირიაში მათი ყოფნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვამუშავებთ გეგმას, ქვეყნიდან მათი უსაფრთხოდ გამოყვანის მარშუტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვითარება რთულია, ამიტომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც სირთულეებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა ინგა კიკვაძემ. თუმცა აქვე დასძინა, რომ სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით, იმისთვის, რომ აღნიშნული 22 პირის სირიიდან გამოყვანა მოხდეს, მათი შესაბამისი სურვილიც აუცილებელია. "მათი ნებასურვილის გარეშე იძულებით ვერაფერს გავაკეთებთ", _ აღნიშნა კიკვაძემ. ამასთან, საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოქალაქეების ქვეყნიდან გამოყვანის ერთ-ერთ უსაფრთხო მარშუტად ბეირუთი ითვლება.