ახალციხეში მიმდინარე აქციის მონაწილეები საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ

ახალციხეში მიმდინარე აქციის მონაწილეები საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ

ახალციხეში მიმდინარე აქციის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ.

როგორც "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება, აქციის მონაწილეებს საპატრიარქოს განცხადება გააცნეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მინარეთის ჭელაში დასაწყობებას არ დაუშვებენ.

გამოცემის ცნობით, ამ წუთებში აქციის მონაწილეები ერთი მანქანით ქალაქში გადაადგილდებიან და რუპორის საშუალებით ხალხს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზის" თავმჯდომარის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გოდერძი კუბლაშვილის თქმით, მინარეთი არ უნდა დაბრუნდეს სოფელ ჭელაში, ის უნდა დასაწყობდეს ახალციხის საფინანსო სამსახურის ტერმინალში.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ მართლმადიდებელ მრევლს მობილიზებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ, მეუფე გზაშია, მას მოყვებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათი ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ და როგორ. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, მინარეთი დასაწყობდეს ახალციხეში და არ წავიდეს ჭელაში. თუ ამას არ გადაწყვეტენ, გზაზე დავწვებით და გადაგვიარონ", - განაცხადა კოპაძემ.