"საპატრიარქო მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას არ დაუშვებს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპოსკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს განცხადებით, "საპატრიარქო მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას არ დაუშვებს".

ამის შესახებ მიტროპოლიტმა თეოდორემ ჟურნალისტებს უწმინდესისა და მღვდელმთავრების მიერ საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი სისხლი და ხორცი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობას იწვევს კომუნიკაციის არქონა და გარკვეული პირების ინტერესი, რომ მოხდეს დაპირისპირება. ჩვენ არ დავუშვებთ ამას, რომ მოხდეს დაპირისპირება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, ამიტომ შევეცდებთ, რომ ჩვენ ვისაუბროთ მაქსიმალურად, გავცეთ ერთმანეთის შეკითხვებს პასუხი, მოვაგვაროთ ეს საკითხები და შემდგომ ჩვენს მრევლს განვუმარტოთ, თუ რა, რატომ და როგორ ხდება", - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს განცხადებით, "მინარეთი სოფელ ჭელაში უნდა დასაწყობდეს და არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე საკანონმდებლო ბაზა არ მოწესრიგდება".