"იმ მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, რითაც თავის დროზე ებრძოდნენ ბოლშევიკები - დაყავი და იბატონე"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ბარამიძის განცხადებით, "დღეს იმ მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, რითაც თავის დროზე ებრძოდნენ ბოლშევიკები - დაყავი და იბატონე".

ამის შესახებ ბარამიძემ ჟურნალისტებს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

"იმ მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, რითაც თავის დროზე ებრძოდნენ ბოლშევიკები - დაყავი და იბატონე. როგორც მართლმადიდებლური, ისე მუსლიმანური, ებრაული, სომხური თუ სხვა მრევლი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვინც არიან, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, ეს ჩვენი ხალხია და მათ ყველას პატივი უნდა ვცეთ და ახლა, გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირონ და ქვეყანა დაქსაქსონ", - განაცხადა ბარამიძემ.