პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თამარ ჟვანიას წარდგენას აფასებს. როგორც "დემოკრატილი მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატმა სოფელ ვეჯინში წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ჟვანიას კანდიდატურას მიესალმება.
"ჩვენთვის უპირველესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. იმ ადამიანებს, რომელსაც მე ვხვდები, უკიდურეს გაჭირვებაში არიან. ამ ადამიანებს მართლაც აქვთ იმედი, რომ არჩევნებით მოხდება რეალური ცვლილებები და არ იქნება გაყალბებული. მე მოხარული ვარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოხდა კანდიდატის შერჩევა. ძალიან სასიამოვნოა, ის რომ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მოხდა ქალბატონი თამარის დასახელება და ის ადამიანები, ვისაც უმუშავია ქალბატონ თამართან, აცხადებენ, რომ ის არის ობიექტური და სამართლიანი ადამიანი. მე იმედი მაქვს, ის იქნება ობიექტური და მოახერხებს იმ შედეგის დაცვას, რომელსაც ხალხი გამოხატავს საპრეზიდენტო არჩევნებზე", - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს თამარ ჟვანიას კანდიდატურის შეფასებისას.
დღეს 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარადგინა.