მაია ფანჯიკიძე:   მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველები გათავისუფლდნენ

მაია ფანჯიკიძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველები გათავისუფლდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველები გათავისუფლდნენ. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია და ამ კუთხით სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს.

"ჩვენ ვმუშოაბთ სხვა უწყებებთან ერთად, რომ გათავისუფლდნენ ეს ადამიანები და გატარებული იყოს პრევენციული ზომები, რომ ეს აღარ მოხდეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს.

სოფელ ზეღდულეთის მაცხოვრებლები ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე და ირაკლი მერებაშვილი შეიარაღებულმა ფორმიანებმა მეზობელი სოფლისკენ მიმავალ გზაგზე დააკავეს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.