სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლებს ხელფასი აღარ შეუმცირდებათ

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლებს ხელფასი აღარ შეუმცირდებათ

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლებს ხელფასი არ შეუმცირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მძღოლებისა და სასწარფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის შალვა ბრაჭულის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

ბრაჭულის განცხადებით, ახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა ცვლილებები.

"სასწრაფო-სამედიცინო დახმარება წლის დასაწყისიდან განისაზღვრა 312 მძღოლით. შრომის კოდექსმა განგვისაზღვრა თუ როგორ უნდა იმუშაონ მძღოლებმა. სწორედ ახალმა კოდექსმა გამოიწვია საკადრო ვაკანსიების შევსება. მე არ მჭირდება შუამავლები ჩემს თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის. საათობრივი ანაზღაურება რჩება იგივე, მაგრამ მორიგეობის რიცხვი მცირდება, თუცმა ამით მძღოლების ხელფასები არ მცირდება, რადგან კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო საათებში ვერ ვეტევით და მოგვიწევს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება" – განაცხადა ბრაჭულმა.

სასწრაფო-სამედიცინო დამხმარების მძღოლებმა აქცია დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინ გამართეს. ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებდნენ.