ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიას ორ ეტაპად გამართავს

ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიას ორ ეტაპად გამართავს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებს ორჯერ მოივლის. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ორ ეტაპად გამართავს. კერძოდ, ნინო ბურჯანაძე ახლა შეხვედრებს ხშირად მართავს შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფებთან, ახლოს ეცნობა მოსახლეობაში არსებულ პრობლემატიკას, რის შემდეგაც, საპრეზიდენტო პროგრამა დაიხვეწება და მასში კონკრეტული საკითხები და კორექტივები აისახება.

პრესასმსახურში განმარტავენ, რომ პროგრამის ამ ფორმით დახვეწისა და დასრულების შემდეგ, ნინო ბურჯანაძე უფრო მასშტაბურ წინასაარჩევნო შეხვედრებს კიდევ ერთხელ გამართავს.