კასპის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

კასპის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

კასპის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ავთანდილ გოგიაშვილის არჩევის გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, 25 ხმით მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კასპიდან იუწყება, დღემდე განიხილებოდა რესპუბლიკელი ხათუნა თათანაშვილის კანდიდატურა, რომელიც კასპის გამგებლის ოლეგ იაძის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე არ დამდგარა.

დეპუტატების ერთი ნაწილი ავთანდილ გოგიაშვილის არჩევას დადებითად აფასებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ გოგიაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" იყო და შემდეგ შეიცვალა შეხედულებები.
რაც შეეხება კასპის გამგებელ ოლეგ იაძეს, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საკრებულოზე მისი იმპიჩმენტის საკითხიც უნდა დამდგარიყო, თუმცა საკრებულოს ამ საკითხზე დღეს არ უმსჯელია.
ოლეგ იაძე სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ გადადგომა გადაწყვეტილი აქვს და თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც მისი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.