ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით სამთავრობო კომისის სხდომა მიმდინარეობს

ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით სამთავრობო კომისის სხდომა მიმდინარეობს

კანცელარიაში ქართულ-ებრაულ 26 - საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისის სხდომა მიმდინარეობს. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯკიძემ განაცხადა, კომისია დღეს მესამედ შეიკრიბა. ფანჯიკიძის განცხადებით, ამ კომისიის შექმნის მიზანია, რომ 2014 წელს სათანადოდ აღინიშნოს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობა.

ფანჯიკიძის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარე პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო თანათავმჯდომარე სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელიც დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება საიუბილეო თარიღებს, ეს გაიმართება 2014 წლის ოქტომბერში, კერძოდ 22-23-24-25 ოქტომბერს.

კომისია, დაახლოებით ორი თვის წინ შეიქმნა და მასში შედის რამდენიმე მინისტრი, მათ შორის: საგარეო საქმეთა, კულტურის, ფინანსთაAმინისტრები და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.