დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტი გადაიდო

დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტი გადაიდო

დღეს ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს უფლებამოსილება ვერ შეუჩერა. მერის იმპიჩმენტის საკითხი გადაიდო, რადგან საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა , რომ დღეს დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის საკრებულოში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ქუთაისი მერი შვებულებით ისარგებლებს და შვებულებიდან თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება, რითაც იმპიჩმენტის პროცედურას აიცილებს და გადადგება.

ქუთაისის მერის მოვალეობას კოტე ლომიძე შეასრულებს.