პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა , კომისია დღეს 500-მდე პატიმრის საქმეს განიხილავს. ელენე თევდორაძის თქმით, ჯამში, კომისიაში 1200-ზე მეტი განცხადება იყო შესული, თუმცა პატიმართა განცხადებების დიდ ნაწილს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ მათ სასჯელის ნახევარი არ ჰქონდათ მოხდილი. 

ელენე თევდორაძის განცხადებით, განსახილველ 500 საქმეს შორის, კომისიამ 40 პატიმარი ქალის საქმე უნდა განიხილოს. განსახილველ საქმეებს შორის არის ასევე 4 არასრულწლოვანი პატიმრის განცხადება.

ელენე თევდორაძის თმქით, კომისიის სხდომის შემდეგ რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეცემა. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ 27 ან 28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.

ამასთან, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პრეზიდეტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამრთლობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.