სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. მათ დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინ აქცია გამართეს. 

ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას განცხადებით, მძღოლები სამდღიანი მორიგეობის ნაცვლად ოთხდღიან მორიგეობაზე გადაჰყავთ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელფასის შემცირებას იწვევს.

"სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მძღოლებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ისინი საათში 4.40 ლარს იღებენ. ოთხდღიანი მორიგეობის შემთხვევაში, მათი ხელფასი საკმაოდ მცირდება", - აღნიშნა ლავრენტი ალანიამ.

მისივე განმარტებით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მძღოლებს ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელობა აჯარიმებს და ხელფასიდან თანხას აჭრის.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მძღოლები, რომლებიც აქციას მართავდნენ, ხელმძღვანელობამ მოსალაპარაკებლად დაიბარა.