მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის რეზიდენცია აქციის ფონზე დატოვა

მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის რეზიდენცია აქციის ფონზე დატოვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუგდიდის რეზიდენცია აქციის ფონზე დატოვა. კახა მიქაია და მისი თანამოაზრეები საკუთარი ავტომობილებით დაედევნენ პრეზიდენტის ესკორტს და მეგაფონიდან მოუწოდებდნენ სააკაშვილს აღარ ჩასულიყო სამეგრელოში, რადგან მას დასვენების საშუალებას არ მისცემდნენ.

კახა მიაქაიას განცხადებით, ესკორტის დევნისას, ესკორტში შემავალმა რამდენიმე მანქანამ ავარიული სიტუაცია შექმნა და სიტუაციის განმუხტვა პატრულის დახმარებით მოხდა.
კახა მიქაია აცხადებს, რომ სამეგრელოში პრეზიდენტის ყველა ჩამოსვლისას საპროტესტო აქციები გაიმართება.