დღეს, შესაძლოა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე თანამდებობიდან გადადგეს. ამასთან დაკავშირებუით იაძემ გუშინ განაცხადა. იაძის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, მან განცხადება გადადგომის თაობაზე უკვე დაწერა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
დღეს კასპის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ სხდომაზე იმსჯელებენ გამგებლის ახალ კანდიდატურაზე.
ასევე ცნობილია, რომ დღესვე ოლეგ იაძის მხარდამჭერები შეკრიბებიან კასპის ცენტრში. რაც შეეხება იაძის მოწინააღმდეგეებს, ისინი აცხადებენ, რომ იაძემ გუშინ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს თითოეული სოფლიდან 50 კაცის მობილიზება და აქციის გამართვა დაავალა.
ოლეგ იაძე აცხადებს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში, მასთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრებს იმედი გაუცრუვდებათ, რადგან არც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის და არც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს, აღნიშნული ჯგუფის წევრები არ დაიკავებენ.